სამაგალითო ვართ! სამაგალითო ვხდებით! ეს პროცესი დაწყებულია. აქ მინდა ჩემს საზოგადოებას ვუთხრა, რომ ძალიან ბევრი საკითხი შემოვა, როცა ეს პოლიტიკური ველი გაიწმინდება.
ხომ დავინახეთ ახლა პროცესი, სადაც… თუნდაც, კორუფციის დონე, ჩვენ ხომ არც ვმალავთ, რომ არსებობდა თურმე… არის ხომ… და ეს პროცესი ჩვენ “ვიღაცას არ ეწყინოს ან ვიღაცამ სხვანაირად დაინახოს და მოდი ახლა ამ პროცესს არ შევეხოთ” – არა. რადგან ჩვენ დავდექით და [ვთქვით, რომ] “მოდი ახლა სრულყოფილი ქვეყანა ვიყოთ” და რადგან გაცხადებული ნებაა… პირდაპირ განაცხადა [პრემიერმა], რომ მსოფლიოში სამეულში უნდა შევიდეთ, როგორც ერთ-ერთი გამჭირვალე და კორუფციისგან დაცლილი ქვეყანა.
თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში (სტილი დაცულია).




