ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, იმ პარტიების პოლიტიკური „ველიდან გაყვანას“, რომლებიც საფრთხეს უქმნიან „ქართულ ოცნებას“.
როგორც ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის, ს ბრიფინგმა ნათლად აჩვენა, რომ პარტიების აკრძალვის საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.
„პოლიტიკური ველიდან გაყვანილი იქნებიან ისინი, ვინც საფრთხეს შეუქმნიან „ქართულ ოცნებას“. ეს სრულიად აშკარა გახდა ს ბრიფინგიდან. პაპუაშვილმა თქვა, რომ ასეთივე არაკონსტიტუციური რაღაცები მარტო ამ 3 პარტიას კი არ აქვს ნაკეთები, სხვებსაც, მაგრამ ისინი სუსტები არიან, ამიტომ ჯერჯერობით მათ აკრძალვას არ ვითხოვთ, მაგრამ თუ მოძლიერდნენ, მაშინ ავკრძალავთო. აქ ორი რამ თქვა: ერთი, თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა. მეორე, ეს იყო სრულად ანტიკონსტიტუციური განცხადება. „თუ მოძლიერდნენ ავკრძალავთ“ – ვინ ხარ შენ, რომ საკუთარ თავს სამართალზე და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებ? გაცილებით ხმამაღლა იყვირებდა ფიზიკურ პირებზე აკრძალვები, რადგან მსგავსი ყოვლად წარმოუდგენელია“,- განაცხადა ხმალაძემ.
ხმალაძის თქმით, არსებული პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე მის მიერ დაწესებული ინსტიტუტები – მთავრობა და სასამართლოები არალეგიტიმურია და ეს მდგომარეობა მისი თქმით, მარტივად დასამტკიცებელია.
ხმალაძემ აღნიშნა, რომ პროდასავლური პარტიების ეფექტიანობა გაიზრდება, თუ ისინი ერთიან სტრატეგიას შეიმუშავებენ, რაც მისი განმარტებით, გაერთიანებას არ ნიშნავს:
„დღეს სახელმწიფო მთლიანად არაკონსტიტუციურ რეჟიმშია. ჩემი შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, ამის დამტკიცება საკმაოდ მარტივია. აქედან გამომდინარე, ამ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია. ამ პარლამენტის მიერ შექმნილი ხელისუფლების ინსტიტუტები: მთავრობა, მოსამართლეები დ.ა. არალეგიტიმურია. მე არ ვიცი რამდენ ხანს შეიძლება ასეთი მდგომარეობა გაგრძელდეს.
ყველგან, სადაც შესაძლებელია ბრძოლის გამართვა, ყველგან უნდა იბრძოლო. იმისათვის, რომ ბრძოლის ეფექტიანობა გაიზარდოს, აუცილებლად მიმაჩნია პროდასავლურმა პარტიებმა მოახერხონ ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ეს არ ნიშნავს გაერთიანებას. ჩანს, რომ ამ პარტიებს ერთნაირი მიზნები აქვთ, ამიტომ ერთიანი სტრატეგია უნდა იყოს შემუშავებული, შემდგომ, მკაცრად მიჰყვნენ ამ სტრატეგიის განხორციელებას“,- განაცხადა ხმალაძემ.