“არც ვიცოდი მოხვდა თუ არა, დილით გავიგე პოლიცია რომ დამადგა” | ძაღლის დაჭრაში ბრალდებულის ჩვენება

ძაღლის დაჭრაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. გორის სასამართლომ კაცს 4 000 ლარის გადახდა დააკისრა. სწორდ ამ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს წინასწარი დაკავების იზოლატორს ელდარ ყველაშვილი.
სასამართლო პროცესზე კი ბრალდებულმა თქვა, რომ ცხოველი მეურნეობას უზიანებდა, რის გამოც ესროლა, თუმცა მოხვდა თუ არა ტყვია, მისივე თქმით, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა:
სიტყვის გარეშე არაფერი მომიმოქმედებია მაგ ძაღლის მიმართ. ყოველ დღე მქონდა იმისი აგრესია, რომ ეზოში ყველა შესვლაზე – წადი აქედან. ვიშორებდი თავიდან, ვერ ვიშორებდი. სროლის მომენტიდან მე არც ვიცოდი მოხვდა, არ მოხვდა ძაღლს საერთოდ. ეგ გავიგე დილით პოლიცია რომ დამადგა. გაიქცა ძაღლი” თქვა სასამართლოზე ბრალდებულმა.
შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა. ცხოველთა უფლებადამცველების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე დარბაიძემ აღკვეთის სახით ნაკლებად მძიმე ღონისძიება გამოიყენა.
წინასასამართლო სხდომა 6 მარტს ჩაინიშნა.