რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ევროპაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას ამცირებს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ევროპაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას ამცირებს.
„რუმინეთსა და მოკავშირეებს ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის შეცვლასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს. თავდაცვის სამინისტროს აცნობეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის შემცირების შესახებ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გლობალური განლაგების გადახედვის პროცესის ფარგლებში“, – აცხადებს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, რუმინეთში, მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის საჰაერო ბაზაზე განლაგებული ამერიკელი სამხედროების როტაცია შეწყდება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან რუმინეთი თავის ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მუდმივ კონტაქტშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუმინეთში დაახლოებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება.
რუმინულმა მედიის ცნობით, აშშ სამხედროების გაყვანას ბულგარეთიდან, დან და უნგრეთიდანაც გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ, დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები