– არ მქონია თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია, თუ დაბრუნდება, ამას მხოლოდ მივესალმებით

არ მქონია თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია. თუ ქვეყანაში დაბრუნდება, ამას მხოლოდ მივესალმებით. მინდა მას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ვუსურვო”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, მიმდინარეობდა თუ არა თორნიკე რიჟვაძის მიმართ რაიმე სისხლის სამართლებრივი საქმე, ვინაიდან სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე გავრცელებულ წერილში წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“, კალაძე აღნიშნავს, რომ “არანაირი სისხლის სამართლებრივი საქმე არ მიმდინარეობდა”.
ამასთან, დამაზუსტებელ კითხვაზე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერასა და რიჟვაძეს შორის არის თუ არა კავშირი, კალაძე განმარტავს, რომ “რიჟვაძე კავშირში არ არის”.
“კორუფციასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიმართულება. თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტება, დამატებით ვერაფერს ვიტყვი”, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და კითხვებს უპასუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან