ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ ძალაშია, მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ათობით ობიექტს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს.
„პოლიტიკური ეშელონის დირექტივის შესაბამისად და იერიშების შემდეგ, რომლის დროსაც დარტყმა განხორციელდა ათობით ტერორისტულ სამიზნესა და ტერორისტზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აღსრულება განაახლეს მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ის დაარღვია“, – ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღამით და დღეს დილით განხორციელებული დარტყმების სამიზნე „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 30-ზე მეტი მეთაური იყო.
„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვას და მტკიცედ უპასუხებენ მის ნებისმიერ დარღვევას“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.



