სენატორი გრეჰემი უნგრეთს, თურქეთს და სლოვაკეთს მიმართავს 
“მივმართავ უნგრეთს, თურქეთს და სლოვაკეთს – თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვადევნებთ თვალს თქვენს მცდელობებს, შეარყიოთ ამერიკის სანქციები რუსულ ნავთობზე, ძალიან ცდებით.
როდესაც კრემლს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მიმართული ამერიკული ძალისხმევის შესახებ ჰკითხეს, მათ განაცხადეს, რომ კარგ ფასად ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობენ, თუმცა მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. პროდუქტი, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს და შემოსავალი, რომელსაც ის იღებს, კვებავს პუტინის შესაძლებლობას, მოკლას უდანაშაულო უკრაინელები და გააგრძელოს სისხლისღვრელი ომი. რუსული ნავთობის ყიდვა არ არის კარგი ბიზნეს გარიგება. ეს არის ტერორიზმის, სიკვდილისა და ნგრევის დაფინანსება.”




