დავით ზურაბიშვილი:
მას შემდეგ, რაც ოცნებამ მიიღო ახალი კანონი ცილისწამების შესახებ, რომლის მიხედვით მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე (ანუ ჩემზე თუ ვინმემ რამე ცუდი თქვა, მე კი არ უნდა ვამტკიცო სასამართლოში ჩემი უდანაშაულობა, არამედ დამბრალებელმა უნდა დაამტკიცოს რომ რამე დავაშავე), რამდენი საჩივარი შევიდა სასამართლოში პროტესტის მონაწილეებისგან სახელისუფლო პროპაგანდისტების წინააღმდეგ? მე მგონი არცერთი.
არადა თანამდებობის პირებით დაწყებული რიგითი გამპრავებლით დამთავრებული. მთელი ოცნება ყოველდღიურად ასხამს პროტესტის მონაწილეებს და ოპოზიციონერებს, ეძახის მათ უცხო ქვეყნის აგენტებს, ჯაშუშებს, დახელფასებულებს და რას არ აბრალებს. საპასუხოდ კი არაფერი, რასაც ოცნება ასევე იყენებს პროპაგანდისთვის: აი. ხომ ხედავთ, ხმას ვერ იღებენ, იმიტომ, რომ მართლები ვართო.
ვფიქრობ, უკლებლივ ყველა პროპაგანდისტს, ვინც ასეთ ბრალდებებს წამოისვრის, ცილისწამებაზე უნდა უჩივლოს სასამართლოში რაც შეიძლება ბევრმა. არცერთი როყიოდ წამოსროლილი ბრალდება არ უნდა დარჩეს გაუსაჩივრებელი. ახლა, მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართლის დიდი იმედი მაქვსო, რომ გითხრათ, არ ვიქნები გულწრფელი, მაგრამ ხელისუფლების პროპაგანდისტებს და აგიტატორებს დისკომფორტი ნამდვილად შეექმნებათ, ხმაური და განხილვებიც მოჰყვება ამ ამბებს და ერთ-ორ გამამტყუნებელ განაჩენსაც შეიძლება გამოვკრათ ხელი. საჩივრების ინტენსივობა კი გარკვეულწილად ოცნების მოყოყმანე მომხრეებსა და ნეიტრალურად განწყობილ კონტიგენტზეც იმოქმედებს და ერთი-ორი პრეცედენტის მერე ვიღაც-ვიღაცეებიც ცოტას დაფიქრდებიან, სანამ რამე სისულელეს დააბრეხვებენ საჯაროდ.




