პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება და 81 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს ემატება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა.
„ამასთანავე, საჯარო სამსახურში მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ დაკვალიფიცირდება თანამდებობრივ შეუთავსებლობად“, – აღნიშნულია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




