მსოფლიოს მასშტაბით სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც აკრძალეს და გააუქმეს პარტიები. სიაში ტოტალიტარული სახელმწიფოებია და პირველ რიგში, რუსეთს მოიცავს.
2020 წლის 21 სექტემბერს ალექსეი ნავალნის პოლიტიკური მოძრაობა “მომავლის რუსეთი” გააუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.
პოლიტიკური მოძრაობა მიზნად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და რუსეთის დემოკრატიზაციას ისახავდა. თუმცა, მოძრაობის მეთაურს ჯერ რეპრესიები მოუწყვეს, შემდეგ კი ექსტრემიზმის ხელშეწყობის ბრალდებით აკრძალეს.
2021 წლის ივნისში უკვე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ფონდიც გააუქმა და ნავალნის მოძრაობაც ექსტრემისტულად გამოაცხადა.
2023 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ლიკვიდირებულად გამოაცხადა პარტია “პარნასიც”, რომელიც მანამდე, ალექსეი ნავალნისთან ერთად 2016 წლის არჩევნებშ აპირებდა მონაწილეობას. 2015 წელს აღნიშნული პარტიის ლიდერი, ნემცოვი მოკლეს.
2025 წელს ისევ უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატია “სამოქალაქო ინიციატივაც” გააუქმა. ეს რუსეთში ბოლო ოპოზიციური გუნდი იყო.
ნაკლები გზა არც ბელორუსს გაუვლია. 2024 წლისთვის აქ უკვე, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტია ლიკვიდირებბული ჰქონდა ლუკაშენკოს. დაახლოებით, 2-3 წელი დასჭირდა ჯერ კანონების შემოსაღებად და შემდეგ პარტიების გასაქრობად.
2023 წლის ივლისში ბელორუსის იუსტიციის სამინისტრომ გააუქმა ბელორუსის “სახალხო ფრონტი”, რომელიც 1988 წლიდან იყო ოპოზიციური პარტია. ზუსტად ამავე დროს გააუქმეს სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეების მოძრაობა, მშრომელთა პარტია და მემარცხენე ალიანსი. მაშინ მთავრობამ გამოაცხადა, რომ პარტიები კანონს არღვევდნენ ან უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ.




