მედია: -ში საკადრო წმენდა გრძელდება – რას შეეწირა ლაშა ჯოხაძის პოსტი? (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა გელა გელაძემ  გომელაურის კადრებისგან სისტემის წმენდა დაიწყო. უწყება დაატოვებინეს ლაშა ჯოხაძეს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა ყოფილი მინისტრის პერიოდში.

ჯოხაძე, რომელიც საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრა მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა დევნითა და უკანონო დაკავებებით, უკვე აღარ ირიცხება ძალოვან სტრუქტურებში. ინფორმაციას თავად ყოფილი მაღალჩინოსანიც ადასტურებს და აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა არსებული გარემოებები სხვა ვერსიაზე მიანიშნებს.

-ს შიდა წყაროების ცნობით, ჯოხაძის წასვლა შესაძლოა უკავშირდებოდეს უწყებაში მიმდინარე დაპირისპირებასა და გავლენების გადანაწილებას.

მაღალჩინოსნის სახელი ფიგურირებს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში, მათ შორის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაში, სადაც მას ადანაშაულებდნენ დანაშაულის დაფარვასა და გომელაურის სიძის მფარველობაში.

ექსპერტთა შეფასებით, ლაშა ჯოხაძის გათავისუფლება შესაძლოა გახდეს შსს-ში უფრო მასშტაბური საკადრო ცვლილებების დასაწყისი, რომელიც მიზნად ისახავს უწყების დისტანცირებას ყოფილი მინისტრის გავლენებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე