ალბანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიგა ოდიკაძემ (60 კგ) ატაცში 118/121 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. გარდა ამისა, ოდიკაძემ ევროპის რეკორდიც დაამყარა – აკვრაში დაძლეული 137/142/145 კილოგრამით მე-3 საფეხური დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 266 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ოდიკაძემ საქართველოს ნაკრების ყულაბა მიმდინარე ჩემპიონატზე პირველივე დღეს უმაღლესი სინჯის მედლით შეავსო.ძალოსანმა ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს რეკორდებიც გააუმჯობესა, სპორტსმენმა ატაცში 3, აკვრაში კი 5 კილოგრამით შეძლო მის მიერვე დამყარებული რეკორდების გაუმჯობესება.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის “ფეისბუქის” გვერდის მიხედვით
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
კახის თასი იწყება – ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა




