კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ბევრი რამე უნახავს მწერალთა სახლის კედლებს… თვითმკვლელობა, ცენზურა, აღტკინებული პარტიული მწერლები, შრომის გმირები და გარდამავალი დროშები… მაგრამ ეს “ჩქარი ტაშით” ქეიფები რაღაც ახალია აშკარად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
ყველა მთავრობას თავისი კვალი აქვს დატოვებული მწერალთა სახლის ისტორიაში. ბევრი რამე უნახავს მწერალთა სახლის კედლებს… თვითმკვლელობა, ცენზურა, აღტკინებული პარტიული მწერლები, შრომის გმირები და გარდამავალი დროშები… მაგრამ ეს “ჩქარი ტაშით” ქეიფები რაღაც ახალია აშკარად. ვფიქრობ ეს ჟანრი და ეს სიმღერები საუკეთესოდ ასახავს ოცნების სულიერ მდგომარეობას, მათ მისწრაფებებს და კულტურულ დონეს.
შეგრძნება მაქვს რომ, ჭინკებმა აიღეს შტურმით მწერალთა სახლი.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მწერალთა სახლში გადაღებული ვიდეო გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა