GCCA-სა და უნგრეთის კონკურენციის უწყებას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GCCA-სა და უნგრეთის კონკურენციის უწყებას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, დოკუმენტს ხელი, ბუდაპეშტში, GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მოაწერა.
მემორანდუმში აღნიშნულია რეგიონული თანამშრომლობისა და ქართული და უნგრული მხარის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ინსტიტუციური კავშირების განმტკიცების მიმართულებით.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, მემორანდუმი წარმოადგენს მყარ საფუძველს ორ ქვეყანას შორის, კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის სფეროში, სამომავლო მჭიდრო პარტნიორობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონში სამართლიანი და კონკურენტული ბაზრების განვითარებას.
ამასთან, უნგრეთის კონკურენციის უწყებამ (GVH), საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ორმხრივი კავშირების გაღრმავებისა და კონკურენციის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბუდაპეშტში, ორგანიზება გაუწია სასწავლო ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა კონკურენციის ორგანოების საქმიანობის ნაწილში ონლაინ ვაჭრობისა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები, კონცენტრაციების კონტროლისა და აღსრულების მექანიზმები, კარტელის გამოვლენისას მოულოდნელი შემოწმებების (dawn raids) და ქცევით სტრუქტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული თემები განიხილეს.
GCCA-ის თავმჯდომარესთან ერთად, ბუდაპეშტში, სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ქავთარაძე და სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე იმყოფებიან

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა