თენგიზ შარმანაშვილი: რაც შეეხება ბატონი ღარიბაშვილის ამბავს, ეხლა გეტყვით ტყუილი რა არის…

“რაც შეეხება ბატონი ღარიბაშვილის ამბავს, ეხლა გეტყვით ტყუილი რა არის, ის არც სახელმწიფო ქონების დატაცებაზეა ბრალდებული და არც ასეთი ტიპის დანაშაულზე, მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, რაზეც პასუხს აგებს, მაგრამ როდესაც შენ ასახელებ ამას, უნდა თქვა სწორად რაში ედება მას ბრალი.
მეორე, თითქოს, ეს ადამიანი მხოლოდ ჩვენ აღმოვაჩინეთ, იქნებ მე მეხსიერება მღალატობს მაინც ასაკი მაქვს, მის კაბინეტში მინისტრი იყო თუ არა ის თავდაცვის? თუ არ იყო? მემგონი იყო, არ შეარჩია მან თავდაცვის მინისტრად? თვითონ არ დააკომპლექტა მინისტრთა კაბინეტი? ღარიბაშვილი მის კაბინეტში არ იყო თავდაცვის მინისტრი? ხოარ მეშლება? შეიძლება მეშლება? იყო, აბა, რა გინდათ ერთი გამაგებინეთ.
ის ადამიანი პასუხს აგებს იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა და ეს დანაშაული არის შემდეგი, რომ მან, როდესაც მას უფლებამოსილება არ ჰქონდა აწარმოა ბიზნესი, იგივე შეიძლება ჩავიდინო მე და თქვენც, ჩვენც გვეკრძალება ამის გაკეთება ვმართოთ ჩვენი ბიზნესი, მოვიპოვოთ იქიდან შემოსავალი, რომელიც იქნება უკანონო, ამაში ედება მას ბრალი და არა დატაცებაში და სახელმწიფო ბიუჯეტის განიავებაში, რაშიც ედება ბრალი, იმაზე პასუხს აგებს.” – მიმართა დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა გახარიას პარტიის წევრებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა