საპატრიარქოს განცხადებით, არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ 29 ოქტომბერს, ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს.
საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.
„მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“, (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე (29.10.2025) არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო