“სერიოზულად? შენ? ამას შენ გააკეთებ?” – რა უთხრა ლევანდოვსკიმ ვინისიუსს პენალტის შესრულების წინ

ესპანური პრესა იმ დეტალებზე წერს, თუ რა უთხრა პენალტის შესრულების წინ რობერტ ლევანდოვსკიმ ვინისიუსს.
როგორც იცით, ანგარიშით 2:1-ზე, პირველი ტაიმის მიწურულს, “რეალმა” თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც გოლად ბრაზილიელმა გარდასახა.
პენალტის შესრულებამდე კი ვინისიუსის დაბნევა პოლონელს სურდა. ლევანდოვსკი “ბლანკოსის” შემტევთან მივიდა და უთხრა: “სერიოზულად? შენ? ამას შენ გააკეთებ?”. ბრაზილიელმა მხოლოდ ის უთხრა, რომ პენალტის დარტყმას მართლაც თავად აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში 4:1 დაამარცხა.