“ქართული ოცნება” არ მოითხოვს “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვას

“ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით არ მოითხოვს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და აკრძალვას, ამის შესახებ სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, იმის გამო, რომ საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტია, რომ პარტია არა მხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას, ამიტომ “ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებთან დაკავშირებით ჩვენ არ შეგვაქვს საჩივარი”.
“რაც შეეხება გახარიას პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნები: პირველი ესაა არაკონსტიტუციურობის დასაბუთებულობა და მეორე არის პარტიის რელევანტურობა. “გახარია საქართველოსთვის” პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა ს საბოტაჟი, თუმცა იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდეც საქმიანობა, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
გახარიას 11-კაციანი გუნდი საპარლამენტო საქმიანობას დღეს, 28 ოქტომბერს, შეუდგა.
პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ მათი იქ ყოფნა ემსახურება „განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო ს წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომელმაც გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მათ შორის, მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვასთან ერთად მოეთხოვათ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვაც.
ფორუმი