ში რუსი სამხედროების მოქმედება უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს – საერთაშორისო საგამოძიებო კომისია

უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედება უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ორ დანაშაულს – მოსახლეობის მკვლელობასა და იძულებით გადაადგილებას და სამოქალაქო პირების დეპორტაციას. ოკუპირებული რაიონებიდან ზოგიერთი დეპორტირებული ნაწამებიც იყო.
ამ შინაარსის მორიგი დასკვნა 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ შექმნა უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად.
დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნა ეფუძნება უკრაინის 226 მოქალაქის გამოკითხვას და ანალიზს 500-მდე ვიდეოჩანაწერის, რომელთაგან 247 ტექნიკურად შემოწმდა გადაღების ადგილის დასადასტურებლად.
დოკუმენტში საუბარია უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ს შეიარაღებული ძალების დრონებით რეგულარული შეტევების შედეგად გამოწვეულ ადამიანების სიკვდილსა და დაჭრაზე და მასშტაბურ ნგრევაზე.
კომისიის დასკვნით, რუსეთის ჯარების შეტევები მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, 300-ს კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში წარმოადგენს სისტემატურ, კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც მიმართულია საკუთარი სახლებიდან უკრაინელების განდევნისკენ.
დარტყმები იყო ცალკეულ მოქალაქეებზე, სახლებზე, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებსა და ენერგოობიექტებზე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო სამსახურის ავტომანქანებზეც, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, განსაკუთრებულად დაცული უნდა იყვნენ.
საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ დასკვნა 27 ოქტომბერს წარუდგინა გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტს, რომელიც სოციალური და ჰუმანიტარული საკითხებითაა დაკავებული.
კომისიამ შეისწავლა რუსეთის განცხადებებიც ოკუპირებულ რაიონებში სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით დარტყმის შესახებ, თუმცა ვერ შეძლო ვერანაირი დასკვნის გამოტანა ამ რაიონებზე წვდომის არარსებობის, მოწმეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და რუსეთის ხელისუფლებისგან პასუხების არარსებობის გამო.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია 2022 წლის მარტში შექმნა. მას შემდეგ კომისიას მანდატი რამდენჯერმე გაუგრძელეს, სულ ბოლოს 2025 წლის აპრილში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ