ანტიკორიფციული ბიუროს შეფის სამიზნეები ამჯერად ზუგდიდელი აქტივისტები აღმოჩნდნენ. მარიამ სიჭინავას და ცაბუნია ვართაგავას რაჟდენ კუპრაშვილი სასამართლოში უჩივის და წლების წინ გაუქმებული კომპანიებიდან ფინანსურ დოკუმენტაციას სთხოვს. აღსანიშნავია, რომ ერთი კომპანია 2022 წლის გაუქმდა, ხოლო მეორე უკვე რამდენიმე წელია აქტიური აღარ არის.
ცაბურია ვართაგავა:
ორგანიზაციას მოუვიდა რაჟდენ კუპრაშვილისგან წერილი, რომელშიც ითხოვდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებას მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას და ა.შ. მოკლედ, დეტალურად ითხოვდა ყველანაირ ინფორმაციას. ჩვენ მივიწერეთ წერილი, რომ არავითარი პროექტი არ გვქონია და ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ, რომ ორგანიზაცია ფუნქციონირებდა ინდივიდუალური შემოწირულობებით და შემომწირველების 100% იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და შესაბამისად, ვერც გვექნებოდა ის ინფორმაცია, რაც რაჟდენ კუპრაშვილმა ოითხოვა. მოსამართლეები იქცნენ ნოტარიუსებად, რომლებიც, უბრალოდ, ამტკიცებენ კუპრაშილის სურვილებს. რა თქმა უნდა, ეს არის ასევე რეპრესიული კანონი, რომლის მიზანიც არის ჩვენი დაშინება.
მარიამ სიჭინავა:
ეს ემსახურება დაშინებას და არა მხოლოდ დაშინებას – შეჩერებას, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან, ჰგონიათ, რომ ხვალინდელის შემდეგ, როცა უკვე პირბადეს გავიკეთებ და ჩემს კისერზე დაკიდებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმეს, ჰგონიათ, რომ ამით გამაჩერებენ და უბრალოდ, მინდა, რომ მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს დემონსტრაციული წინააღმდეგობა, რომელიც მე მაქვს , არ გაჩერდება. თუ დამაკავეს, ეს იქნება დაკავება იმის დემონსტრაციისთვის, რომ ისინი უფრო ძლიერები არიან და შეუძლიათ, ნებისმიერი პროტესტის ჩაახშონ, რის უფლებასაც, ბუნებრივია, არ მივცემთ.
წყარო – ტვ პირველი




