ბატონო თენგიზ, ფაქტებსა და „ნაცებზე“ თუ გსურთ საუბარი, სჯობს დავიწყოთ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ელჩი ბრძანდებოდით „ნაცების“ დროს, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, თენგიზ შარმანაშვილს, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ოპონენტებისგან მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებულ კრიტიკას მიიღებს“.
ტატა ხვედელიანის რეპლიკას, მცირე რეპლიკითვე, სხდომათა დარბაზიდან უპასუხა თენგიზ შარმანაშვილმა და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს „უცოდინარი“ უწოდა.
„მიხეილ სააკაშვილის კი არა საქართველოს ელჩი ვიყავი“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.




