დღეს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ცენტრალურ შტაბში მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატებმა მომავალი სამოქმედო გეგმის ბოლო დეტალები შეაჯერეს. ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკრებულოს პირველ სხდომამდე ორი დღით ადრე დეპუტატებს პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიმართეს და მომავალ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვეს.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ წარმომადგენლობა საქართველოს მასშტაბით 57 საკრებულოში აქვს.




