მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ინდოეთის, ს, ნიგერიისა და ნეპალის, ჯამში ხუთი მოქალაქე დააკავეს.
-ს განცხადებით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები საქართველოში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევით იმყოფებოდნენ და ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით. უწყების ცნობით, ისინი წლების განმავლობაში ქვეყანაში იყვნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
„დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი დაკავების თაობაზე,“ – ნათქვამია -ს განცხადებაში.
უწყებისვე ინფორმაციით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, საიდანაც მათი დაბრუნება მოხდება წარმოშობის ქვეყნებში.