– რაც გადაიდო, მაინც გაიმართება, სამიტი შედგება და რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო ხელშეკრულებას ბუდაპეშტში მოეწერება ხელი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, -სა და ს პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი მაინც გაიმართება.
„რაც გადაიდო, მაინც გაიმართება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც იმის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამშვიდობო სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება. სამშვიდობო ხელშეკრულებას ბუდაპეშტში მოეწერება ხელი“, – აღნიშნა ორბანმა გამოცემა Index-თან საუბარში.
ამასთან, მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყარონ რუსეთთან,დაიწყონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ რუსეთ-ევროპის შეთანხმებას ევროპული უსაფრთხოების სისტემისა და ასევე უკრაინის მომავლის შესახებ.
„ეს არის პირველი, რაც ჩვენ გვინდა. მეორე ის არის, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაამყარონ გაწევრიანებასთან დაკავშირებული ურთიერთობა ომის შემდგომ სთან, არამედ უნდა დავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა. ნუ ჩავერთვებით ომში, ნუ გავგზავნით ფულს. ყოველთვის დავდოთ შეთანხმებები სთან, რომლებიც მისთვის კარგია, მაგრამ საფრთხეში არ ჩაგვაგდებს“, -აღნიშნა ორბანმა.