„ლუკოილი“ -ის მიერ დაწესებული სანქციების გამო უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს

კომპანია „ლუკოილი“ -ის მიერ დაწესებული სანქციების გამო უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„კომპანიისა და შვილობილი საწარმოების მიმართ რიგი სახელმწიფოების მიერ შეზღუდვითი ზომების შემოღების გამო კომპანია აცხადებს, გაყიდოს თავისი საერთაშორისო აქტივები. პოტენციური მყიდველებისგან განაცხადების განხილვა დაწყებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა ს ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.