30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გომი – კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25 – კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1 – კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.