თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბალიქესირის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა იყო. 27 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით ღამის 11 საათისთვის მომხდარი 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი სინდირიგი.
სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი ერლიქაიაზე დაყრდნობით წერს, რომ არავინ დაშავებულა. ჩამოინგრა სამი ცარიელი შენობა და ორსართულიანი მაღაზია. ეს შენობები მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული ამავე რაიონში 2025 წლის აგვისტოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად.
27 ოქტომბრის მიწისძვრამ ეპიცენტრში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ბურსაში, მანისაში, იზმირსა და სტამბოლშიც.
ბალიქესირის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 10 აგვისტოსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 29 ადამიანი. დაინგრა 16 შენობა და ათეულობით დაზიანდა.
თურქეთში, რომელიც სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთაზე მდებარეობს, მიწისძვრები ხშირია.
2023 წლის თებერვალში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასეულობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.
ფორუმი




