“დინამო თბილისმა” ფოთელებს მოუგო; “თელავი”-“ტორპედო” ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა აუტსაიდერ ფოთელებს მოუგო, ხოლო თელაველებისა და ქუთაისელების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ტორპედო ორი ბურთით იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ხასიათი გამოავლინეს და 2:2…
თელავი 2:2 ტორპედო
ტორპედო სწრაფი გოლით დაწინაურდა. ალეკო ბასილაძე ფელიპე პირესის პასის მერე სწრაფად შევარდა საჯარიმოში და ზუსტადაც დაარტყა. ეს ბასილაძის მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში.
მე-13 წუთზე ქუთაისელებმა მეორე ბურთიც მიაყოლეს, კერძოდ, ფელიპე პირესმა გამოიყენა ვარლეი და სილვას გადაცემა.
რამდენიმე წუთში კი თელავის ნახევარმცველმა ანდრია დევდარიანმა მარჯვნიდან კარში ჩაახვია ბურთი, რითაც სხვაობა შეამცირა – 1:2.
მე-80 წუთზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს გატანა: ალეკო ანანიძის შორიდან დარტყმული ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში. 2:2. გუნდებს თითო-თითო ფეხბურთელი გაუძევეს და ორივე მეორე გაფრთხილების გამო. ჯერ ვარლეი და სილვა, მერე კი ანდრია დევდარიანი.
ტორპედო მესამე ადგილზე რჩება, თელავი კი ბოლოსწინაზეა.
დინამო თბ 3:1 კოლხეთი 1913
დინამო თბილისმა კოლხეთი 1913-ს აჯობა და ერთი ქულითღა ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ ტორპედოს. რაც შეეხებათ ფოთელებს, ბოლო საფეხურზე არიან და 10 ქულით ჩამორჩნენ მეცხრეადგილოსანს.
აქაც სწრაფი გოლი ვნახეთ: თორნიკე მორჩილაძემ პენალტით გაიტანა სეზონში თავისი მეათე გოლი. პენალტი კი გიორგი გვასალიას წაქცევისთვის დაინიშნა.
პირველი ტაიმის შუაში მორჩილაძის ჩაწოდებულს მოჰყვა მათე ვაწაძის თავური და ანგარიში 2:0 გახდა. ტაიმის ბოლოს კი გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმო შეასრუა, საკმაოდ შორიდან, ტექნიკურად. ესეც მესამე გოლი…
მეორე ნახევარში დინამოელებს აღარ გაუტანიათ. ფოთელებმა შეამცირეს სხვაობა, კერძოდ, ეს დიტო ფაჩულიამ მოახერხა და საბოლოოდ, 3:1.
ტური 28 ოქტომბერს დასრულდება. ერთი მატჩი დარჩა:
გარეჯი – სამგურალი
erovnuliliga.ge
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა