დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი, რომელიც პოსტზე ქარსელაძის მინისტრობისას მუშაობდა – საქმე „ლაგი კაპიტალს“ ეხება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდებით დააკავეს.
ბრალდება ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 9 365 801 ლარს და „ლაგი კაპიტალის“ საქმეს. ამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის სექტემბრამდე ს ცოლისძმას ეკუთვნოდა.
ვინ არის დავით ტაბიძე
დღეს საღამოს, 27 ოქტომბერს, „ფინანსური პოლიციის“ უფროსის მოადგილე ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დავით ტაბიძე დააკავეს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც ტაბიძე ხელმძღვანელობდა, არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ტაბიძე ამ პოზიციაზე 2021 წლის 21 სექტემბრიდან 2025 წლის მაისამდე მუშაობდა – პოსტი დატოვა „პირადი განცხადების საფუძველზე“.
ახალმა მინისტრმა რეზი სოხაძემ მისი შემცვლელი 6 მაისს წარადგინა – ბექა ურუშაძე.
ტაბიძე ამ პოსტზე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობის პერიოდში.