საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე მზადაა, ხვალ პაპუაშვილი წარადგენს – „ოცნების“ ლიდერი

სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ პარტიამ დაასრულა მუშაობა საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც ის ოპოზიციური პარტიების – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსების – საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს.
დღეს საღამოს, 27 ოქტომბერს, პარტიაში უმრავლესობის სხდომა „გაფართოებულ ფორმატში“ ჩატარდა – „ქართული ოცნების“ გარდა, სხდომას ესწრებოდნენ „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სარჩელზე დეტალურად ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში გააკეთებს განცხადებას და სარჩელის დეტალებზე ისაუბრებს“, – განაცხადა კირცხალიამ სხდომის დასრულების შემდეგ. მისი კომენტარი IPN-მა გაავრცელა.
„შემიძლია ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია. მზად არის სარჩელი“, – თქვა მან და დეტალები აღარ დაუზუსტებია. მათ შორის არც ის, საბოლოოდ რამდენი პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი აცხადებს, რომ პარტიის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო სარჩელში 10 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას განიხილავენ.
მანამდე, 21 ოქტომბერს, მან განაცხადა: „გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ შეუძლია ჩამოთვალოს „ასაკრძალი“ პარტიები, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საზოგადოება ამას კვირის ბოლოს გაიგებს, შემდეგ კი განაცხადა: „ისე, შეიძლება 20-საც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ 10-მდე პარტიაზე“.
„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკრძალული პარტიის წევრებსა თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას სამუდამოდ ჩამოართმევენ.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს, სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მის მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.
„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა „ასაკრძალი“ ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი „თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა