“ბარსელონა” 3:1 მოიგებს და ჩემი მეუღლე დუბლს შეასრულებს” – ამბობდა ლევანდოვსკის ცოლი “ელ კლასიკოს” წინ

დღეს სოციალური ქსელი რობერტ ლევანდოვსკის მეუღლის, ანას განცხადებამ მოიცვა, სადაც ის “ელ კლასიკომდე” TV3-სთან საუბარში ამბობდა, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბარსელონა” 3:1 გაიმარჯვებდა, მისი მეუღლე კი დუბლს შეასრულებდა.
მოგეხსენებათ, “რეალმა” “ბლაუგრანა” 4:1 გაანადგურა, პოლონელმა კი “სამეფო გუნდს” ულამაზესი გოლი გაუტანა.
ლევანდოვსკის წელს არცთუ ისე კარგი სეზონი აქვს. ჯამში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.