ანტიკორუფციული ბიურო საგამოძიებო უწყება არაა, მისი ფუნქცია დეკლარაციების გადამოწმებაა – პაპუაშვილი – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • • რაჟდენ კუპრაშვილი • ქონებრივი დეკლარაცია • • Netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო საგამოძიებო უწყება არაა.
ასე უპასუხა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიაჩნევს თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს (რომელსაც დეკლარაციების გადამოწმება ევალება) დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილს, დამნაშავედ, რომ მან, წლების განმავლობაში ვერ აღმოაჩინა ხარვეზი ყოფილი პრემიერის, ს მიერ შევსებულ დეკლარაციებში.
პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილი, ქონებრივი დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდა, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად დიდი ოდენობით თანხებს იღებდა. სწორედ ამ დეკლარაციების შემოწმებაა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების ვალდებულება.
პაპუაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო სხვადასხვა ფუნქციის მატარებელია, ერთ-ერთი მათ შორის არის, საჯარო მოხელეების დეკლარაციების შევსების ორგანიზება და მისი გადამოწმება, არა საგამოძიებო ინსტრუმენტებით, არამედ იმ ინსტრუმენტებით, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანებსაც გააჩნდეს.
შეკითხვაზე უნდა გამოიკითხოს ან უნდა გადადგეს თუ არა რაჟდენ კუპრიაშვილი, პაპუაშვილმა უპასუხა:
„რაც შეეხება კონკრეტულ ბრალს და ასე შემდეგ, ამას კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს ასპარეზი უნდა დავუთმოთ სრულად ჩვენ საგამოძიებო უწყებებს, პროკურატურას, რომელიც ხედავთ, რომ ძალიან ინტენსიურად გაწვდით ინფორმაციას ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, კიდევ ერთხელ განვმარტავ ეს არ არის საგამოძიებო უწყება, რომელსაც აქვს საგამოძიებო უწყებისთვის ხელში არსებული ინსტრუმენტები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, შესაძლოა, თანამდებობის პირმა ან საჯარო მოხელემ დამალოს ქონება ანტიკორუფციული ბიუროს მიხვედრის გარეშე, შალვა პაპუაშვილმა გაიმეორა:
„კიდევ ერთხელ რასაც აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო ეს არის დეკლარაციის გადამოწმება, მათ შესაბამისობაზე საჯარო დაწესებულებებში შენახულ ინფორმაციაზე, როგორიც არის საჯარო, სამოქალაქო რეესტრი და ა.შ.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზება. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად დამნაშავედ ცნობს.
მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის წესითაა აღძრული და მუხლი, რომლითაც ბრალი წარუდგინეს ( სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი), სასჯელის სახედ უალტერნატივოდ პატიმრობას ითვალისწინებს, პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდება, პასპორტის ჩამორთმევა და ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოითხოვა. რაც მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დააკმაყოფილა.
ავტორი: ნინა სიგუა