არარატ მირზოიანი – სომხეთი და ევროკავშირი ახალი დოკუმენტების ხელმოწერას გეგმავენ

სომხეთი და ევროკავშირი თანამშრომლობის შესახებ ახალი დოკუმენტების ხელმოწერას გეგმავენ, – სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ეროვნული ასამბლეის მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
„სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები აქვს. ასევე დაგეგმილია ახალი დოკუმენტების ხელმოწერა“, – განაცხადა მირზოიანმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელ დოკუმენტებს გულისხმობდა.