– პუტინი პირადად იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია, ხალხი არ ჰყავს, მისი ძლიერი ბატალიონები განადგურებულია

უკრაინის პრეზიდენტი, უარყოფს ს ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს.
უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და რომ -ის დაზვერვის მონაცემების მიხედვითაც, „ამჟამად ბრძოლის ველზე არავინ იმარჯვებს“.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, პირადად იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ რუსეთი დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა.
„რუსეთს ამის გაკეთება არ შეუძლია. მას საკმარისი ხალხი არ ჰყავს. მისი ძლიერი ბატალიონები განადგურებულია. დღეს ბრძოლის ველზე ჩვენ ძირითადად იქ ვრჩებით, სადაც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ვიდექით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მისმა გენერლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2025 წელს რუსეთის 346 000 ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.