მოსამართლე -ს იურისტს – კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზას ხელოვნურად კეტავდა მაშინ, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო – დავალება მოგეცით და ეს უნდა შეასრულოთ, პოლემიკა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!

კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ იმ გარემოს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა და მას ხელოვნურად მაშინ კეტავდა, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ნინო ენუქიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
დღევანდელ სხდომაზე აქტივისტ თამარ გიორგაძის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა ემსჯელათ. აღნიშნული საქმის განხილვა გასულ სხდომაზეც იმ მიზეზით გადაიდო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გიორგაძის მიერ გზის გადაკეტვის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება უნდა წარმოედგინა, თუმცა, ის არც დღევანდელ პროცესზე ჰქონდა წარმოდგენილი.
სწორედ აღნიშნულის შემდეგ მიმართა მოსამართლემ ადმინისტრაციულ ორგანოს და დამატებითი დრო განუსაზღვრა ვიდეომტკიცებულების წარდგენისთვის.
-ს წარმომადგენელმა პოზიციის დაფიქსირება დააპირა, თუმცა ენუქიძემ ამის საშუალება არ მისცა.
„დავალება მოგეცით და ეს უნდა შეასრულოთ, პოლემიკა და დისკუსია აქ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!“ – მიმართა მოსამართლემ შსს-ს იურისტს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ვიდეომასალა წარადგინა, საიდანაც მათი თქმით, ირკვევა, რომ აქტივისტი გზის სავალ ნაწილზე არ იდგა და ის ტროტუარზე დააკავეს.
შემდეგი სხდომა 17 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება. სწორედ, ამ დროისთვის უნდა წარმოადგინოს შსს-მ ვიდეომასალა.
თამარ გიორგაძეს, 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკვეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესუსრულებლობასა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი