კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნიკა კვიტატიანი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნიკა კვიტატიანი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
24 ოქტომბერს პროპაგანდისტულმა PosTV-იმ დაკავებულებად წინასწარ გამოაცხადა პირები, რომლებიც იმ დროისთვის დაკავებულები არ იყვნენ. მოგვიანებით პოსტივიმ ქარდი წაშალა, თუმცა მასზე აღნიშნული პირები: გიგა ლემონჯავა, ნიკა კვიტატიანი, თენგო კირთაძე, თამთა გოგოლაძე, გიორგი სიხარულიძე და ნატო სლეპაკოვა მოგვიანებით დააკავეს.
26 ოქტომბეს -მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო 3 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 60 ადამიანი დააკავეს.