პოლონეთში ავარიას ორი ქართველი ემსხვერპლა

პოლონეთში – ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი 29 წლის ნიკა ნაპოვნიშევი, წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის.
ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა.
მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ნიკა ნაპოვნიშევის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების საკითხის მოგვარებას ცდილობენ.
ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთის სამართალდამცავი უწყებები შემთხვევის გარემოებებს იკვლევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან