ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინი რაკეტების გამოცდის ნაცვლად ომის დასრულებით უნდა დაკავდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ს პრეზიდენტი ახალი რაკეტების გამოცდის ნაცვლად ში ომის დასრულებაზე უნდა ზრუნავდეს.
პუტინმა ახალი, „უნიკალური” რაკეტის გამოცდის შესახებ 26 ოქტომბერს განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც მალაიზიაში ვიზიტი დაასრულა და 27 ოქტომბერს იაპონიისკენ გაემგზავრა, ჟურნალისტებმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჰკითხეს ს მიერ ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ.
ტრამპის თანახმად, რუსებმა იციან, რომ ამერიკელებს მსოფლიოში უძლიერესი ატომური წყალქვეშა ნავი ჰყავთ რუსეთის ნაპირების მახლობლად და მას 8 მილზე ფრენა არ სჭირდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რაკეტების გამოცდა მუდმივად ხდება და ამაზე საუბარი უადგილოა პუტინის მხრიდანაც.
ტრამპის თქმით, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი, რომელსაც ერთი კვირა უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ მეოთხე წელია გრძელდება და რაკეტების გამოცდის ნაცვლად ამით უნდა დაკავდეს.
26 ოქტომბერს რუსეთის გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ 21 ოქტომბერს წარმატებით გამოცადეს ბირთვული დანადგარით აღჭურვილი ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელმაც დაახლოებით 15 საათს იფრინა და ჯამში დაფარა 14 000 კილომეტრი.
პუტინმა განაცხადა, რომ „ბურევესტნიკი“ არის „უნიკალური ნაწარმი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.
ფორუმი