დავით ნარმანია ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის მე-2 საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა

დავით ნარმანია ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის მე-2 საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის მე-2 საერთაშორისო კონგრესში. დავით ნარმანია პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებით წარდგა. მან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებულ პროექტებზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების მიზნობრიობაზე, სატარიფო პოლიტიკაზე, ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკითხებზე.
სემეკის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგების, ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა.
ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის მეორე საერთაშორისო კონგრესის მიზანს წარმოადგენდა ექსპერტების, მკვლევარებისა და სპეციალისტების გაერთიანება ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ ცოდნისა და იდეების გაზიარებისთვის. კონგრესი გახსნა აწსუ-ს რექტორმა, შალვა კირთაძემ.
ენერგეტიკულ სისტემათა მე-2 საერთაშორისო კონგრესის პარტნიორია სემეკი.