,,რუსეთიდან ქართველი მძღოლების დეპორტირების გახშირებულმა შემთხვევებმა შეუქცევადი ტენდენცია მიიღო, მძღოლები სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში არიან”,- ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ე.წ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული საპატრულო სამსახურები ხშირად აჩერებენ ქართულ სატვირთოებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი წლის განმავლობაში რუსეთში ჯამურად 90 დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდა, მას ადგილზე ხუთწლიან დეპორტს უფორმებენ, სატვირთო კი სპეციალურ საპარკინგო ზონაში გადააქვთ.
,,რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, ქართველი გადამზიდავი მძღოლების დეპორტირების გახშირებულმა შემთხვევებმა შეუქცევადი ტენდენცია მიიღო. სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოდან რუსეთში ან რუსეთიდან საქართველოში მომავალ ქართულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს ადგილობრივი საპატრულო სამსახურები, ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, აჩერებენ და რუსეთის ტერიტორიაზე კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 90 დღეზე მეტი ხნით დაყოვნების შემთვევაში, საემიგრაციო სამსახურების თანდასწრებით, ქართველ მძღოლს ხუთწლიან დეპორტს უფორმებენ.მდგომარეობა დამატებით მძიმდება იმით, რომ ქართული სანომრე ნიშნებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გადაყავთ სპეციალურ საპარკინგო ზონაში, ხოლო მძღოლს თითქმის ორ დღიან დაყოვნების შემდეგ ადეპორტირებენ”,- ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადებაში.
TCRC-სთან მძღოლები ჰყვებიან, რომ ტვირთის ადგილზე მიყვანისა და მანქანის დაბრუნების მიზნით მათ დამატებითი თანხების მობილიზაცია უწევთ, რადგან საჭიროა ე.წ. სარეზერვო ვიზიანი მძღოლის დაქირავება. პარალელურად, ოსი საპატრულო სამსახურის თანამშრომლები საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებით ფინანსურ სარგებელს იღებენ- მძღოლების თქმით, ქრთამის “ნიხარი” 100-დან 1000 რუბლამდე გაიზარდა, ხოლო დეპორტირების თავიდან ასაცილებლად უკვე 80 000–200 000 რუბლამდე ითხოვენ.
,,რუსეთის საემიგრაციო სამსახურების მიერ ქართველი მძღოლების დეპორტირების პროცესი ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება – კერძოდ, პროცედურების სრულად გამოკვლევის პერიოდში მძღოლს ათავსებენ ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში (ე.წ.კაპეზე) და შემდგომ პოლიციის თანხლებით, ზემო ლარის გამშვები პუნქტიდან – ადეპორტებენ.ზუსტად აქედან იწყება ქართველი მძღოლის დამატებითი თავსატეხი – კერძოდ, მისთვის პრობლემის მოსაგვარებლად – რაც მოიცავს დატვირთული მანქანით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიყვანას და დაცლის შემდგომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალების საქართველოში დაბრუნებას – საჭიროა ე. წ. სარეზერვო ვიზიანი მძღოლის მოძებნა, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზირებას მოითხოვს. მძღოლების გადმოცემით, ვინც ეს პირდაპირი მნიშვნელობით „ჯოჯოხეთი“ გამოიარა, პროცედურა რეალურ ფსიქოლოგიურ სტრესს წარმოშობს.ცალსახად გასაგებია, რომ ამა თუ იმ სახის საემიგრაციო პოლიტიკის დაწესება ნებისმიერ ცალკეულ ქვეყნის ინდივიდუალურ პრეროგატივას განეკუთვნება, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოები სახელმწიფოს მიერ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისათვის იყენებენ, რაც ბუნებრივი მოვლენაა, ასეთი მიდგომა ქართველ მძღოლებში დამატებით დაუცველობის განცდას იწვევს.მეტად გასაგები რომ იყოს, რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის დაუწერელ კანონად არის აღიარებული, და უკვე ნებისმიერი მძღოლისთვის აპრობირებული წესია, რომ ყველა ე. წ. საპატრულო პოსტის გავლისას ადგილობრივ ინსპექტორს ქრთამის სახით 100 რუსული რუბლი უნდა გადაუხადო, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პარამეტრების დეტალური შემოწმების პროცესი იწყება, რომელიც დროში გაიწელება და მძღოლისთვის დამატებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აღნიშნული შავი გადასახადი მისაღებ თანხადაა მიჩნეული.საემიგრაციო პროცედურების გამკაცრება და დეპორტირების საფრთხის წარმოშობა საგზაო – საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარი ფინანსური „კეთილდღეობისათვის” გამოიყენეს, თუ საწყის პერიოდში ე. წ. შავი გადასახადი 100 რუბლიდან 500 რუბლამდე გაზრდილა, მოგვიანებით მძღოლების გადმოცემით ე. წ. ნიხრი 1 000 რუბლამდეც აწიეს.ე. წ. ნიხრის 10-ჯერ გაზრდის პროცედურა რომ ყოფილიყო საკმარისი, ალბათ ქართველი მძღოლები კიდევ შეურიგდებოდნენ უკანონობას, მაგრამ აქ შემოდის შავი გადასახადის ახალი წყარო, კერძოდ, სპეციალური პორტატული ელექტრონული სისტემით თუ ქართველ მძღოლს საემიგრაციო ვადის დარღვევა დაუმტკიცეს, ამის შემდეგ ე. წ. პოლიციელი დეპორტირების სანაცვლოდ არც მეტი და არც ნაკლები 200 000 რუბლს (2500 აშშ დოლარი) ითხოვს, სათანადო შევაჭრის შედეგად თანხა 80 000 დან 100 000 რუბლამდე ეცემა, რაც გადაზიდვებში ჩართული მძღოლისათვის მაინც განუზომლად მაღალია.მძღოლის მხრიდან გადაუხდელობის პირობებში საქმეში ერთვება საემიგრაციო სამსახური, რომელიც მძღოლის მიმართ დეპორტირების პროცედურებს იწყებს”,- ნათქვამია TCRC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




