რუსუდან თევზაძე უარს ამბობს პარლამენტის მანდატზე და ტოვებს პარტიას “გახარია-საქართველოსთვის”

რუ­სუ­დან თევ­ზა­ძე აცხა­დებს, რომ უარს ამ­ბობს პარ­ლა­მენ­ტის მან­დატ­ზე და ტო­ვებს პარ­ტი­ას “გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის”.
მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, არ არის მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა დღეს და ახლა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უკი­დუ­რე­სად მძი­მე სა­ში­ნაო და სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, მი­ვი­ღე ადა­მი­ა­ნუ­რად ურ­თუ­ლე­სი, მაგ­რამ ვფიქ­რობ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.
“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2021 წლი­დან ვარ პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი და გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის კუ­რა­ტო­რი. სწო­რედ, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რის სტა­ტუ­სით ვცდი­ლობ­დი, ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ისიც, რომ მაქვს დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი, რო­მე­ლიც კო­ლე­გებ­თან და მე­გობ­რებ­თან, რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით აღ­სავ­სე ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით მი­ვი­ღე. თუმ­ცა, დღეს და ახლა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უკი­დუ­რე­სად მძი­მე სა­ში­ნაო და სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, მი­ვი­ღე ადა­მი­ა­ნუ­რად ურ­თუ­ლე­სი, მაგ­რამ ვფიქ­რობ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემი შვი­ლე­ბი­სა და მათი თა­ო­ბის მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. უარს ვამ­ბობ პარ­ლა­მენ­ტის მან­დატ­ზე და ვტო­ვებ პარ­ტი­ას.პ.ს.ხმა­მაღ­ლა და მკა­ფი­ოდ ვა­ცხა­დებ, რომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, არ არის მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წი­ნა­აღ­მდეგ. ჩემი კო­ლე­გე­ბი, ჩემ­თვის კვლა­ვაც რჩე­ბი­ან მე­გობ­რე­ბად და ჩემ­თვის პა­ტივ­სა­ცემ პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნე­ბად და ვუ­სურ­ვებ მათ წარ­მა­ტე­ბას ამ გზა­ზე”, – წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.