დრონებით შეტევა მოსკოვზე და აფეთქებების ხმა – რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

წუ­ხელ, რუ­სეთ­ში, მოს­კო­ვის ოლ­ქში და მათ შო­რის, უშუ­ა­ლოდ მოს­კოვ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ.
რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც მოს­კო­ვის მერი, სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნი აცხა­დებს, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ მოს­კო­ვის­კენ მი­მა­ვა­ლი 30 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო.
სო­ბი­ა­ნი­ნის გან­ცხა­დე­ბით, დრო­ნე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბის ად­გი­ლებ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ.
რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ღა­მით რუ­სე­თის 13 რე­გი­ონ­ში 193 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.