უკრაინელი სამხედროები ადასტურებენ დარტყმას ბელგოროდის წყალსაცავის დამბაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ადასტურებენ შეტევას ს ბელგოროდის ოლქის წყალსაცავის დამბაზე, რომლის დაზიანებაც, მათი განმარტებით, მნიშვნელოვნად ართულებს ს ჯარების ლოგისტიკას. საუბარია იმ ქვედანაყოფებზე, რომლებიც უკრაინის ხარკოვის ოლქში, ვოლჩანსკის რაიონში იმყოფებიან.
უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ 26 ოქტომბერს, გვიან ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ბელგოროდის ოლქში წყალსაცავის დამბას დაარტყეს და დააზიანეს უპილოტო სისტემების პირველი ცალკეული ცენტრის მებრძოლებმა.
ბროვდის თანახმად, სოფელ გრაფოვკის რაიონში ბლინდაჟებში მყოფი რუსი სამხედროები თავს მყუდროდ ვეღარ გრძნობენ და გონდოლები სჭირდებათ.
რობერტ ბროვდის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ბელგოროდის ოლქის წყალსაცავის დამბაზე შეტევა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-16 საარმიო კორპუსმა. მის ტელეგრამ-არხზე 26 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნებული განცხადებით, დამბის დაზიანების შედეგად უშუალოდ წყალსაცავში წყლის დონემ ერთი მეტრით დაიკლო, შესაბამისად მოიმატა მდინარე სევერსკი დონეცში, საიდანაც წყალმა რუსების ბლინდაჟები დატბორა და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაართულა მათი ლოგისტიკა.
წყალსაცავი უკრაინის ხარკოვის ოლქთან მოსაზღვრე ბელგოროდის და შებეკინოს რაიონების ტერიტორიაზე, მდინარე სევერსკი დონეცზე მდებარეობს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინის ჯარებმა წყალსაცავს 25 ოქტომბერს დაარტყეს. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს დილით გლადკოვი ტელეგრამით იუწყებოდა, რომ დამბის დაზიანების შედეგად ოთხ სოფელში დაიტბორა ათზე მეტი მიწის ნაკვეთი, სახლები არ დაზიანებულა, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა ტერიტორია დატოვა.
დღეს, 27 ოქტომბერს დილით გლადკოვის ტელეგრამზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ მოსახლეობა ისევ ყურადღებით უნდა იყოს და ხელისუფლების მითითებები შეასრულოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი – პირველად ისტორიაში, ევრონესტზე წარმოდგენილი არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია და არა „ქართული ოცნება“, მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა – მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ბელარუსს აქვს

ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – დღევანდელი რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს – ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე