რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის 13 რეგიონში 196 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დედაქალაქისკენ მიფრინავდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდნენ.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს : ბრიანსკის, ტულის, კურსკის, ორიოლის, როსტოვის, ვორონეჟის, ორენბურგის, ტამბოვის, ბელგოროდის, ლიპეცკისა და სამარის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო