„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართულები.
მათივე ცნობით, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე, სარჩელს სასამართლოში 15:00 საათისთვის შეიტანს.
„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს. „ძლიერი საქართველო-ლელოს“ განცხადებით, სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს.
გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე, როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი – პირველად ისტორიაში, ევრონესტზე წარმოდგენილი არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია და არა „ქართული ოცნება“, მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა – მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ბელარუსს აქვს

ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – დღევანდელი რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს – ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე

ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გირაოს შეფარდებაზე – ეს არის ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, როგორც გამოძიება ამბობს, მან სრულად ითანამშრომლა, აქედან გამომდინარე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება