“ბარსელონა” 3:1 მოიგებს და ჩემი მეუღლე დუბლს შეასრულებს” – ამბობდა ლევანდოვსკის ცოლი ელ კლასიკოს წინ

დღეს სოციალური ქსელი რობერტ ლევანდოვსკის მეუღლის ანას განცხადებამ მოიცვა, სადაც ის ელ კლასიკომდე TV3-სთან საუბარში ამბობდა, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბარსელონა” 3:1 გაიმარჯვებდა, მისი მეუღლე კი დუბლს შეასრულებდა.
მოგეხსენებათ, “რეალმა” “ბლაუგრანა” 4:1 გაანადუგრა, პოლონელმა კი “სამეფო გუნდს” ულამაზესი გოლი გაუტანა.
ლევანდოვსკის წელს არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს. ჯამში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში