უკრაინელების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ უკვე დაიღალა და კიევს უსამართლო მშვიდობისკენ უბიძგებს

გაიზარდა იმ უკრაინელების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროპა და შეერთებული შტატები უკრაინით დაიღალნენ და კიევზე ზეწოლას ახდენენ, რათა ის რუსეთთან დათმობებზე წავიდეს.
ეს დასკვნა ს სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს.
სოციოლოგების თქმით, მაშინ, როდესაც 2025 წლის თებერვალ-აგვისტოში ევროპის მიმართ საზოგადოებრივი აღქმა საკმაოდ სტაბილური იყო, ახლა პირველად ფიქსირდება ნდობის კლება.
„მაგალითად, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ევროპას საიმედო მოკავშირედ მიიჩნევს, აგვისტოს დასაწყისში 63 პროცენტი იყო, ოქტომბრის დასაწყისთვის კი 58%-მდე შემცირდა. ამავდროულად, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ევროპის მხარდაჭერა სუსტდება და ის ზე ზეწოლას ახდენს, რათა რუსეთთან დათმობებზე წავიდეს, 27%-დან 36%-მდე გაიზარდა“, – იუწყება KIIS-ი.
გარდა ამისა, 52%-მდე გაიზარდა იმ უკრაინელების წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატები დაიღალა და უსამართლო მშვიდობის დასამყარებლად, კიევზე ზეწოლას ახდენს.
„ოქტომბრის დასაწყისში ასეთი სურათი გვქონდა: ოდნავ შემცირდა ოპტიმისტების წილი, რომლებიც -ის პოლიტიკას დადებითად აფასებენ – აგვისტოს დასაწყისში 42 პროცენტი, ოქტომბრის დასაწყისში – 38%. სამაგიეროდ მკვეთრად, 38%-დან 52%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც მიიჩნევს, რომ აშშ დაიღალა და უსამართლო მშვიდობის დასამყარებლად, ზე ზეწოლას ახდენს“, – დაასკვნეს სოციოლოგებმა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წილის ზრდა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმ ადამიანების რაოდენობის შემცირებით, რომელთა შეხედულებებიც აგვისტოს დასაწყისში გაურკვეველი იყო.
აშშ-ის პოლიტიკის მიმართ დადებითი აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სოციოლოგებმა მიმდინარე წლის მარტში დააფიქსირეს – მხოლოდ 24% მიიჩნევდა შეერთებულ შტატებს უკრაინის საიმედო მოკავშირედ.
2025 წლის 19 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე, KIIS-მა ჩაატარა საკუთარი, სრულიად უკრაინული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „ომნიბუსი“, რომელსაც საკუთარი ინიციატივით დაამატა კითხვა უკრაინელების მიერ ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკის აღქმის შესახებ. სატელეფონო გამოკითხვაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონში ჩატარდა, 1 008 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
წყარო: 1 არხი