სომხეთში ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით გეგმავს

ს რკინიგზა“ ამჟამად რეგიონულ პარტნიორებთან ერთად მუშაობს რუსული ტვირთების სომხეთში ტრანზიტის ორგანიზებაზე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ТАСС-ზე დაყრდნობით იუწყება Armenpress.
„აზერბაიჯანულმა მხარემ დაგვიდასტურა შესაძლებლობა, რომ რუსეთის პროდუქცია სომხეთში აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით ტრანზიტით გადაიზიდოს. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს საინტერესო პროგრესი. ამჟამად „რუსეთის რკინიგზა“ რეგიონულ კოლეგებთან ერთად განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს ამ გადაზიდვების ორგანიზება,“ – თქვა ოვერჩუკმა.
მისივე თქმით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიეცა შესაბამისი დავალება, რათა დაიწყოს ახალი ლოგისტიკური მარშრუტის ათვისება.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქომ სრულად მოხსნა შეზღუდვები სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთმა უკვე განახორციელა ხორბლის ექსპორტი სომხეთში აზერბაიჯანის გავლით.