“მითხრეს, ჩემი ქმარი მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს”- აფგან სადიგოვის ცოლი

დროებით თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც რუსთაველის გამზირდე სავალი გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს, ცოლის, სევინჯ სადიგოვას თქმით, მარნეულის იზოლატორშია.
“მე თავად არ მილაპარაკია მასთან, ამის საშუალებას არ აძლევენ. არ ვიცი, როგორაა. ძალიან ვღელავ. მითუმეტეს, არ ვარ საქართველოში და წვდომა უფრო შეზღუდული მაქვს. მხოლოდ ადვოკატისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი. რატომ მარნეულში? “თბილისში აღარ არის ადგილებიო” – ასე გვიპასუხეს”, – უთხრა ნეტგაზეთს სევინჯ სადიგოვამ.
22 ოქტომბერს დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, რომელმაც დაახლოებით 6 თვის წინ დატოვა საქართველოს ციხე, 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის ბლოკირების ბრალდებით.
იქამდე აფგან სადიგოვს ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. საბოლოოდ ადვოკატებმა გაარკვიეს, რომ ის დაკავებული იყო.
აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი