მედია: საქართველოში, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო დაზვერვის ქსელი მოქმედებს – ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს (ვიდეო)

ს სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებულ ოჯახს საქართველოში პირდაპირი ბიზნესინტერესი აქვს. ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იმ სტრუქტურასთანაა დაკავშირებული, რომელიც ს ჯარის შიდა სადაზვერვო ოპერაციებს და დივერსიებს კურირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “პროექტი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია მაკა ასათიანის ვაჟზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის შვილის პარტნიორია.

ამ ფონზე ოპოზიცია და სამხედრო ექსპერტები საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. მათი შეფასებით, არსებობს სამხედრო და პოლიტიკური რისკები. “ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ კრემლს, ფაქტობრივად, შიდა წვდომა აქვს საქართველოს ენერგოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილზე ანუ რუსეთს თავისუფლად შეუძლია, საქართველოში მოქმედი ენერგოობიექტი სამხედრო ინტერესებისთვის გამოიყენოს.

ნამდვილად არ არის გასაკვირი ეს ამბავი. პირველი, რუსეთის მიზანი იყო ყოველთვის საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ დაბრუნება და სუვერენული არჩევანის მოსპობა. ამ მიზანში რუსეთის სპეცსამსახურები ყოველთვის იყვნენ ღიად თუ ფარულად ჩართულები და მათი აქტივობა საქართველოში არ შემწყდარა. კომპანიის შექმნა დროში ემთხვევა ში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებას. რუსული ნავთობი, რომელიც დიდწილად არის სანქცირებული, შემდგომ იქნას გამოყენებული როგორც კრემლის გამაძლიერებელი ფაქტორი უკრაინის წინააღმდეგ ომში, – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია. 

ფაქტს “კატასტროფად” აფსებს ექსპერტი გიორგი შაიშმელაშვილიც.

დღეს ეს არის რუსული სამხედრო მანქანის, პირდაპირი მნიშვნელობით, საწვავი. ამდენად, ნებისმიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი სულ უფრო მეტად მკაცრი ხდება ამ მიმართულებით, ეს არის კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. ბევრი ინდიატორი გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ საქართველო ხდება თავშესაფარი რუსეთის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებისთვის და ადამიანებისთვის, – ამბობს ექსპერტი გიორგი შაიშმელაშვილი.

რუსულმა „როსნეფტმა“ პირველად შემოიტანა 105 ათასი ტონა ნავთობი ყულევის ტერმინალში. ამის შესახებ Reuters-მა დაწერა. ტანკერმა „კაისერიმ“ ტვირთი 6 ოქტომბერს ნოვოროსიისკიდან ჩამოიტანა.

მიუხედავად ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავებულია,  – წერს გამოცემა.

მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც რუსული ნავთობის შემოტანის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ გემი და კომპანიები სანქციების სიაში არ არიან.

ყულევის ქარხნის პროექტი 2024 წლის ოქტომბერში იყო წარდგენილი.